20 აპრილი 2024,   01:22
ვრცლად
პრეზიდენტს მთავარსარდლის სტატუსი ფორმალურად შეუნარჩუნდება

მთავარსარდალი უფლებების გარეშე. კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტი სტატუსს ინარჩუნებს, თუმცა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უფლება ერთმევა. უქმდება უშიშროების არსებული უშიშროების საბჭო, მთავარსარდალი კი მის მოწვევას მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს შეძლებს. მთავარსარდლის რანგში პრეზიდენტს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მთავრობის ან პრემიერ-მინისტრის წარდგინება სჭირდება.

რატომ რჩება ქვეყნის მთავარსარდლად პრეზენტი, რომელიც ვერცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვეღარ მიიღებს გაუგებარია ოპოზიციისთვის. დეპუტატები მმართველ გუნდს კონსტიტუციის საკუთარი ინტერესებისათვის მორგებაში ადანაშაულებენ.

მმართველი გუნდში არ უარყოფენ, რომ პრეზიდენტს მთავარსარდლის სტატუსი ფორმალურად შეუნარჩუნდება. სამხედრო კომპონენტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების შეზღუდვას ქართულ ოცნებაში ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას უკავშირებენ.

დღის ამბები