20 აპრილი 2024,   20:35
ვრცლად
დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს სასამართლომ სასჯელის უმკაცრესი ზომა მიუსაჯა

დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს სასამართლომ სასჯელის უმკაცრესი ზომა მიუსაჯა. მის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა სამივე ბრალში გამამტყუნებელი ვერდიქტი,10 ხმით 2-ის წინააღმდეგ გამოიტანეს. 27 წლის ხაბელაშვილს ბრალი განზრახ მკვლელობაში, ქურდობასა და სხვისი ნივთების დაზიანებაში ედებოდა.

10 ნაფიცი მსაჯულის ვერდიქტს ორჯერ ნასამართლევი გიორგი ხაბელაშვილის უფლებების დამცველი არ იზიარებს. თამაზ კვახაძე დამნაშავის დასადგენად სამართალდამცველებს, გამოძიების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრებს.

ბრალდებულის უვადო პატიმრობის შესახებ შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. ბრალმდებელი განმარტავს, რომ უვადო პატიმრობა გიორგი ხაბელაშვილისთვის ადეკვატური სასჯელია.

შეგახსენებთ, რომ 3 წლის მარიამ მამფორიასა და 43 წლის ნონა რომანაძის სასტიკი მკვლელობა ზემო ფონიჭალაში გასული წლის თებერვალში მოხდა.

დღის ამბები