25 აპრილი 2024,   13:39
ვრცლად
ხუციშვილების ოჯახი რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდლობს მათი შვილის გარდაცვალების გარემოებების დადგენას

ხუციშვილების ოჯახი რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდლობს მათი შვილის გარდაცვალების გარემოებების დადგენას. ოფიციალური დასკვნით 37 წლის ახალგაზრდა წყალში დაიხრჩო, თუმცა ექპერტიზის დასკვნის მიხედვით გარდაცვლილს სხეულზე ჯერ კიდევ სიცოცხლის დროს მიყენებული არაერთი დაზიანება აღენიშნებოდა. ვინ მიაყენა ფიზიკური დაზიანებები ზურაბ ხუციშვილ-ელიბაშვილს დაუდგენელია, თუმცა ოჯახი არ გამორიცხავს, რომ კვალი სამართალდამცველებამდე მიდიოდეს.

რა მოხდა რეალურად მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, პასუხი მშობლებს არ აქვთ. მათი შვილი საფრანგეთში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა და საქართველოში 13 წლის შემდეგ, პირველად ჩამოვიდა.

ადვოკატების მტკიცებით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან ზურაბ ხუციშვილ-ელიბაშვილი დიღმის მასივამდე გაფუჭებული საბურავით მივიდა. საქმის მიხედვით მას პოლიცის 7 ეკიპაჟი მიჰყვებოდა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ გარდაცვალების მიზეზი წყალში დახრჩობით გამოწვეული ასფიქსია იყო. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც.

გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ესაა უწყების უკვე მეორე საჯარო პასუხი 9 თვის შემდეგ.

დღის ამბები