25 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
სოუ ფესტივალი თბილისში ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება

თანამედროვე ექსპერიმენტული ხელოვნება კლასიკურ სახელოვნებო სივრცეებში - თბილისი ორი თვის განმავლობაში განსხვავებულ ჟანრში მოღვაწე ქართველ და უცხოელ აღიარებულ მუსიკოსებს უმასპინძლებს.

სოუ ფესტივალი თბილისში 25-მდე ადგილს მოიცავს, რომლებშიც მსოფლიოს დონის მუსიკალური პროექტები შესრულდება და გამოიფინება. მათ შორის ინსტალაცია - სახელწოდებით გემი, რომელიც ამბიენტ -მუსიკის ერთ-ერთ დამაარსებელს, ბრაიან ინოს ეკუთვნის. უკვე 40 წელია ის ელექტრონული მუსიკის სამყაროში მოგზაურობს და 25-ზე მეტი ალბომი აქვს ჩაწერილი. სოუ ფესტივალზე საკუთარ გამოფენას ბრაიან ინოც დაესწრება.

თანამედროვე მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი სოუ 15 მაისს გაიხსნება და 6 ივლისამდე გაგრძელდება.

დღის ამბები