19 აპრილი 2024,   05:47
ვრცლად
ჯარისკაცის ოჯახისგან დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობისთვის დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა.

საქმე ეხება ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახისგან, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლების მცდელობას.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგენილი პირები შენიღბულად, მოგონილი სახელებითა და კონსპირაციის დაცვით მოქმედებდნენ.

სამივე დაკავებულს წარედგინა ბრალდება. საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამივე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

დღის ამბები