საერთაშორისო სავაჭრო პალატამ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის რეგიონალური შეხვედრა გამართა. მონაწილეებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელიც საინვესტიციო კუთხით საქართველოში არსებობს.
სავაჭრო პალატის წევრების განცხადებით, მთავარი პრობლემა საქართველოში საარბიტრაჟო სასამართლოს არარსებობაა.
„საერთაშორისო სავაჭრო პალატის რეგიონალური შეხვედრა ყოველწლიურად იმართება, წელს კი მას საქართველო მასპინძლობს. დღეს ჩვენ განვიხილეთ საინვესტიციო გარემო და იმ პრობლემებზე ვისაუბრეთ, რომელიც ბიზნესმენებს აქვთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დროულად შეიქმნას საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც საქართველოში ბიზნეს დავებს მოაგვარებს,“ - აცხადებს ფადი ასლი.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი, აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საქართველოს პოტენციალი და საინვესტიციო გარემო განიხილეს.