25 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
თუ კორუფციის ნიშნები ჩანს, პროკურატურის გადასაწყვეტია, აღიძრას თუ არა საქმე - გელა ხვედელიძე გოგაშვილის სკანდალზე საუბრობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, სოსო გოგაშვილის მხრიდან განხორციელებულ შესაძლო კორუფციულ სქემასთან და პოსტსკრიპტუმში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით კომენტარს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გელა ხვედელიძე აკეთებს.  

გუშინ გასული რეპორტაჟის მიხედვით, სოსო გოგაშვილმა დროის მოკლე მონაკვეთში მილიონები იშოვა და შემდგომ ქონება ცოლის დებზე გადააფორმა.

გელა ხვედელიძის აზრით, იქიდან გამომდინარე, რომ საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, პროკურატურამ საქმე აუცილებლად უნდა აღძრას.

„ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც ყურადღებას უნდა აქცევდეს რამდენად შეიძლება მათ გააკეთონ ამის შეფასება და კიდევ პროკურატურა, რომელიც, ფაქტობრივად, ზედამხედველია ამდაგვარი საკითხების. თუ კორუფციის ნიშნები ჩანს, მათი გამოსაძიებელია ეს სფერო და ფაქტიურად, მათი გადასაწყვეტია, აღიძრას თუ არა საქმე ამ თემასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გელა ხვედელიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები