25 აპრილი 2024,   17:45
ვრცლად
ბათუმის მოვლენების გამო დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას ოჯახის წევრები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ

მთავარ პროკურატურასთან დღეს ირაკლი ჩხვირკიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს. ისინი ბათუმის მოვლენების გამო ირაკლი ჩხვირკიას დაკავებას აპროტესტებდნენ.

ოჯახის წევრების გარდა მთავარ პროკურატურასთან დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც მივიდნენ. მათი მოსაზრებით, ირაკლი ჩხვირკია ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის გამო დასაჯა.

მმართველი გუნდი პროკურატურის ვერსიას სრულად ენდობა. ნაციონალურ მოძრაობაში ირაკლი ჩხვირკიას პარტიიდან გარიცხვის მიუხედავად, მხარდაჭერას უცხადებენ.

ევროპულ საქართველოშიც თვლიან, რომ პროკურატურის მიერ ჩხვირკიასთვის ბრალის წაყენება პოლიტიკური მოტივით მოხდა.

პროკურატურასთან შეკრებილები ჩხვირკიას გარდა ისინი ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული ყოფილი ძალოვანების საქმეებსაც აპროტესტებდნენ და ხელახალ გამოძიებას ითხოვდნენ.

დღის ამბები