25 აპრილი 2024,   21:19
ვრცლად
არჩევნების მეორე ტური - საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ორი კანდიდატი იბრძოლებს

საფრანგეთის წამყვანი პოლიტიკური ძალები დამოუკიდებელი კანდიდატის ემანუელ მაკრონის მხარდასაჭერად და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის წინააღმდეგ ერთიანდებიან. ორივე კანდიდატი ხმების სამპროცენტიანი სხვაობით მეორე ტურში გადავიდა. წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ევროკავშირისა და საფრანგეთის დროშების ფონზე 39 წლის მაკრონი მოსახლეობას ქვეყნის პროევროპული კურსის გაგრძელებას დაჰპირდა. კონკურენტისგან განსხვავებით, მარინ ლე პენს სურს საფრანგეთმა ნატო-ც და ევროკავშირიც დატოვოს. 

დღეს მოსახლეობას პრეზიდენტმა ოლანდმა მიმართა და მოუწოდა 7 მაისს არჩევანი პროევროპელ კანდიდატზე გააკეთონ.

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, ემანუელ მაკრონმა პირველი მილოცვა სწორედ პრეზიდენტ ოლანდისგან მიიღო. მოგვიანებით მას ტელეფონით ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერიც ელაპარაკა. პროევროპელი კანდიდატის პირველ ტურში გამარჯვებას მიესალმა ფედერიკა მოგერინიც.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური საპროტესტო აქციების ფონზე დასრულდა. პარიზში ასობით ადამიანი აპროტესტებდა მეორე ტურში მარინ ლე პენის გადასვლას.

ამავე თემაზე
დღის ამბები