26 აპრილი 2024,   00:47
ვრცლად
რევოლუციის წინაპირობის შემქმნელი კონსტიტუცია - ქვეყნის მთავარი კანონის შეფასებები და კრიტიკა

ოპოზიცია ქვეყნის მთავარი კანონის დასაცავად ემზადება, პარტიები იწყებენ კონსულტაციებს და კამპანიას სახელწოდებით "გადავარჩინოთ კონსტიტუცია." პარალელურად, კონსტიტუციის საზოგადოებასთან საჯარო განხილვისთვის უმრავლესობა ემზადება. მანამდე კი მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უნდა მოისმინოს.

ხვალ სტრასბურგში კომისიას საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის და უმრავლესობის წევრები საკუთარ პოზიციებს გააცნობენ, თუმცა მანამდე მმართველ გუნდს ვენეციის კომისიის დარწმუნება მოუწევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმები იმ ფორმით, როგორც მხოლოდ ხელისუფლებას სურს უკეთესია იმ ვარიანტზე, რომელსაც საკონსტიტუციო კომისიას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სთავაზობდა. საერთაშორისო ექსპერტებთან შესახვედრად ემზადება ოპოზიციაც, რომელიც სტრასბურგში საკუთარი არგუმენტებით ჩავიდა.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებიდან მნიშვნელოვან საკითხებზე მმართველ გუნდს კვლავ არ ეთანხმება. უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მიღებულ კანონპროექტში კომისიაში  შემავალი წევრების ინიციატივების 70%-ია გათვალისწინებული.

კონსტიტუციის კანონპროექტს ექსპერტები და ჟურნალისტებიც აკრიტიკებენ, მათი აზრით ხელისუფლებამ გადაწყვეტილება სხვისი აზრი გათვალისწინების გარეშე მიიღო.

„ეს კონსტიტუცია არის, რასაც გვთავაზობს ხელისუფლება, არის რევოლუციური. რევოლუციური არა პროგრესული გაგებით, არამედ პირდაპირი გაგებით, ანუ რევოლუციის წინაპირობას ქმნის ქვეყანაში,“ - განაცხადა პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა.

დღის ამბები