20 აპრილი 2024,   02:14
ვრცლად
კონსტიტუციის ახალი კანონპროექტი და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მიმართვა ვენეციის კომისიას

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკონსტიტუციო ცვლილებებთან და კონსტიტუციის ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას შეხვდებიან. მათ ოფიციალურ მიმართვაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. დოკუმენტში ყველა ის შენიშვნა მოხვდება, რომელთა გათვალისწინებასაც მესამე სექტორი რამდენიმე თვის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა.

საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა უკვე იციან, რომ საარჩევნო სისტემის უსამართლობაში, ევროპელი ექსპერტების დარწმუნება სავარაუდოდ არ გაუჭირდებათ, რადგან მათი თქმით, რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ვენეციის კომისიის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებოდნენ, ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით კრიტიკული განწყობა არ დაუმალავთ.

რაც შეეხება საკითხებს, რომელთა შესახებაც ვენეციის კომისიის წევრების პოზიციაში დარწმუნებულები არ არიან, საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესია.

არასამთავრობოებთან ერთად, ვენეციის კომისიას, კონსტიტუციის კანონპროექტთან დაკავშირებით, საკუთარ კრიტიკულ შენიშვნებს სახალხო დამცველიც გააცნობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები