25 აპრილი 2024,   17:35
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის ახალი სტრატეგია - მთავარი საფრთხე ისევ რუსეთია

საქართველოს თავდაცვის ახალი სტრატეგია, რომელშიც მთავარ საფრთხედ ისევ რუსეთი რჩება. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება დე-ფაქტო მთავრობებთან, მზარდი მილიტარიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალების არარსებობა - ეს არის მიზეზები, რის გამოც ხელისუფლება სამხედრო აგრესიის განახლების შესაძლო რისკზე საუბრობს. 45 გვერდიან სტრატეგიულ დოკუმენტში, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა წერია, რომ კრემლი ე.წ. რბილი ძალის გამოყენებით ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, პრორუსული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერებას.

სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაძლო ორგანიზებული დანაშაულის გავრცელების შესახებაც. რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება კი შეფასებულია, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. ამ ფონზე საქართველოს მთავრობის პოლიტიკას არაადექვატურად აფასებენ ოპოზიციაში.

ბრალდებებს უარყოფენ უმრავლესობაში, სადაც განმარტავენ, რომ შეიარაღებული ძალები მოსალოდნელი საფრთხეების შესაკავებლად მზად არის.

 

დღის ამბები