კონსტიტუციის დასაცავად გაერთიანებული ოპოზიცია - დღეს უნდა გახდეს ცნობილი, რა ფორმით აპირებენ პოლიტიკოსები ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაპირისპირებას. სამომავლო გეგმებზე ისინი სასტუმრო რუმსში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებენ.
„ძალია ცუდი დოკუმენტი, საქართველოში არადემოკრატიული რეჟიმისა, თურქმენიზაციის წინაპირობა,“ - ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა რურუა უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კონსტიტუციის ვარიანტს.
საპარლამენტო და არასაპარალამენტო ოპოზიცია მმართველ პარტიას ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებს და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წინააღმდეგობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ამისთვის ოპოზიციის ნაწილი უმრავლესობის მიერ დაწყებულ საყოველთაო განხილვებშიც აპირებს აქტიურად ჩართვას და პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებას ემხრობიან.
ევროპული საქართველო ხელმოწერების შეგროვება და პლებისციტის მოთხოვნას განიხილავს.
„ეს იქნება ნათელი მაგალითი, რათა მოხდეს საერთო სახალხო მობილიზება.
პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარე კონსტიტუციის დაცვის მიზნით საზოგადოებრიობის მონაწილოების აუცილებელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
მოსახლეობის ინფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე და აცხადებს, რომ "ისინი საქმის კურსში უნდა იყვნენ, რას უმზადებს მათ ქართული ოცნება".
მამუკა კაციტაძე ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას
ბრალდებები მიუღებელია უმრავლესობისთვის.
"როგორც ჩანს, ოპონენტები ვერ ეგუებიან, რომ ჩვენ გვაქვს პროგრესული, ევროპული ტიპის ცვლილებების შეტანის სურვილი," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.