20 აპრილი 2024,   05:13
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე "ეროვნული პლატფორმის" წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე დღეს საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.

მთავარი საკითხები საპარლამენტო საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეზღუდვა იქნება. საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები შემდეგ შეხვედრას, სავარაუდოდ, პრეზიდენტთან გამართავენ.  

"მექნება საშუალება გამოვთქვა ჩემი პოზიციები ძალიან მწვავე საკითხებზე, როგორიც არის იგივე საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნების სისტემა," - აცხადებს ფონდ ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში. 

დღის ამბები