20 აპრილი 2024,   15:54
ვრცლად
ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადადგომის საკითხი იქნება. სკანდალის გამო პოსტი უკვე დატოვა ევროსაბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდოამრემ, რომელიც სირიაში აგრამუნტთან ერთად იმყოფებოდა.

ასამბლეის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს ქართული დელეგაციაც. განცხადება დღის ბოლოს სიტყვით გამოსვლის დროს, ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა.

მოხსენების დროს ქართველმა დეპუტატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებს, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნომრებს არღვევს.

„საქართველო დგას რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის წინაშე, რომელიც საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს პატივს არ სცემს. რუსეთი ხელს აწერს ე.წ. შეთანხმებებს ოკუპირებულ რეჟიმებთან. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. არჩევნები და რეფერენდუმები. ქართული მხარე ცდილობს კონფლიქტის გადაჭრის მშვიდობიანი გზები გამოიყენოს.

მინდა გამოვხატო ჩემი პოზიცია ჩვენი ასამბლეის წევრებისა და პრეზიდენტ აგრამუნტის სირიაში ვიზიტთან დაკავშირებით. მიუხედავად ბატონი აგრამუნტის, ესპანელი სენატორისადმი ჩემი პატივისცემის, მინდა მოვუწოდო მას, რომ დაუყოვნებლივ გადადგეს," - განაცხადა ქართული ოცნების წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ.

დღის ამბები