19 აპრილი 2024,   10:34
ვრცლად
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი აშშ-ში შეხვედრებს მართავს

ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ალექსანდრე ჯეჯელავამ შეხვედრები უკვე გამართა სახელმიწფო დეპარტამენტში. შეხვდა მის ამერიკელ კოლეგას და სხვა ოფიციალურ პირებს.

დღეს კი ქართველი მინისტრი სან დიეგოში ჩადის, სადაც საქართველოს დღეები იმართება. დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში - მალკოლმ ლავის სახელობის ბიბლიოთეკაში საქართველოს ფლიგელი გაიხსნება.

ამავე დროს ოფიციალური განცხადება გაკეთდება სან დიეგოს თბილისის ფილიალში ახალი მეცნიერების დამატების შესახებ. 

დღის ამბები