16 აპრილი 2024,   22:39
ვრცლად
საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელი და ღონისძიებები ბერლინში 

საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიებებია დაგეგმილი გერმანიაში. ღონისძიებებს ბერლინში, საზეიმოდ ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები გახსნიან.

სწორედ ამ მიზნით გერმანიაში, დღეიდან იწყება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი. მოეწყობა კონცერტი და გამოფენები ქართველი ხელოვანების მონაწილეობით.

მიხეილ ჯანელიძე გერმანელი კოლეგის გარდა, შეხვდება კანცლერის მრჩეველს საგარეო პოლიტიკის საკითხებში. შეხვედრებია დაგეგმილი ბუნდესტაგშიც.

„წლის განმავლობაში არის დაგეგმილი ციკლი, ძალიან სერიოზული მნიშვნელოვანი ღონისძიებების, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ღონისძიებები გამოიწვევს სერიოზულ ინტერესს, როგორც გერმანულ, ასევე ქართულ საზოგადოებაში და კიდევ უფრო კარგად მოხდება იმის ხაზგასმა თუ რამდენად მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ურთიერთობები აკავშირებს ამ ორ სახელმწიფოს,“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ.

დღის ამბები