25 აპრილი 2024,   15:04
ვრცლად
ევროკავშირს რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს - ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირს რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა თვალს ვერ დახუჭავს უკრაინის ანექსიაზე - ამის შესახებ განცხადება მოსკოვში ვიზიტის დროს ევროკავშრის უმაღლესმა წარმომადგენელმა გააკეთა. ფედერიკა მოგერინისა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრისას საუბარი შეეხო სირიაში სავარაუდო ქიმიური იერიშის ფაქტსაც.

მოგერინის თქმით, სირია კიდევ ერთი საკითხია, რაც ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს ართულებს. მოგერინიმ მოსკოვს ჩეჩნეთში ლგბტ აქტივისტების დასჯის გამოც უსაყვედურა.

ეს ევროკავშირის მოქმედი უმაღლესი წარმომადგენლის პირველი ვიზიტია მოსკოვში.

დღის ამბები