20 აპრილი 2024,   11:59
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ჩილეში - ბიძგების გამო წყნარი ოკეანის სანაპიროზე განგაში გამოცხადდა

ძლიერი მიწისძვრა ჩილეში - ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ სანაპიროზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6.9 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა იგრძნობოდა დედალაქ სანტიაგოშიც.

ბიძგების გამო წყნარი ოკეანის სანაპიროზე განგაში გამოცხადდა, თუმცა მალევე გაუქმდა.

მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა - მინიმალურია ზარალიც. თუმცა მომხდარის გამო რამდენიმე საათით მობილური კავშირი პარალიზებული იყო. 

დღის ამბები