25 აპრილი 2024,   15:18
ვრცლად
მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიიდან გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები აიღეს

მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციებისგან თავისუფალია. 

სამუშაოები მერიის დასუფთავების სამსახურმა ჩაატარა. ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ტერიტორიაზე გარევაჭრობა აკრძალულია და კანონი ყველას ეხება.

მერიაში განმარტავენ, რომ მოვაჭრეები ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.

გარემოვაჭრეებს ნახევარი წლის განმავლობაში ალტერნატიული სავაჭრო ფართის გამოყენება გადასახადის გარეშე შეეძლებათ.

„ჩვენ მათ ვთავაზობთ ბაზრობებზე შესვლას იგივე პირობებით, რომ 6 თვის განმავლობაში უსასყიდლოდ გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას,“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ გიგა ნიკოლეიშვილმა.

დღის ამბები