20 აპრილი 2024,   00:15
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სკანდალი - აგრამუნტი განცხადებას დღეს გააკეთებს 

სირიის სკანდალთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბელის პრეზიდენტი კომენტარს არ აკეთებს. დღეს კი პლენარულ სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, კიდევ ერთხელ იმსჯელებენ. გადაწყვეტილება გუშინ ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

პედრო აგრამუნტმა გუშინ გამართული დებატების შემდეგ თქვა, რომ განცხადებას მომხდართან დაკავშირებით დღეს გააკეთებს.

სკანდალის გამო თანამდებობა უკვე დატოვა ევროსაბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც აგრამუნტთან ერთად სირიაში იმყოფებოდა.

ასამბლეის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს ქართული დელეგაციაც. 

საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქართული დეპუტაცია დღევანდელ სხდომაზე დასვამს კითხვებს აგრამუნტის სირიაში ვიზიტის შესახებ. 

სოფო ქაცარავას თქმით, საკითხის აქტიური განხილვა პლენარული სხდომის გარდა, პოლიტიკურ ჯგუფებშიც მოხდა. ქაცარავას ინფორმაციით, თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ერთსულოვანია აგრამუნტის გადადგომის მოთხოვნაში, თუმცა იმპიჩმენტის პროცედურა არ არსებობს და გადაწყვეტილება სწორედ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტზეა.

დღის ამბები