24 აპრილი 2024,   22:06
ვრცლად
საქართველო-არგენტინას შორის კონსულტაციების მესამე რაუნდი მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო - არგენტინას შორის კონსულტაციების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. არგენტინის მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე წარმოადგენს, ქართულ დელეგაციას კი დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობს.

მხარეები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში არსებულ ვითარებასა და ამ მიმართულებით სამომავლო ურთიერთობებზე აკეთებენ აქცენტს.

კონსულტაციები ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.

„ჩვენ საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციას აქტიურად ვაწარმოებთ და დღევანდელი კონსულტაციები სწორედ იმის დასტურია, რომ ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანასთან, როგორიცაა არგენტინა, საქართველოს აქვს მჭიდრო, ორმხრივი ურთიერთობები,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები