20 აპრილი 2024,   00:10
ვრცლად
სოსო გოგაშვილის შესაძლო კორუფციული საქმიანობა - "ენმ"-მ პროკურატურას სარჩელით მიმართა

ნაციონალური მოძრაობა პროკურატურას სარჩელით მიმართავს. საპარლამენტო ოპოზიცია საგამოძიებო უწყებას მოუწოდებს დაინტერესდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, სოსო გოგაშვილის შესაძლო კორუფციული საქმიანობით. პარტიის წევრებმა საგამოძიებო უწყებაში ოფიციალური განცხადება ცოტა ხნის წინ შეიტანეს.

„სახეზეა კლასიკური მაგალითი კორუფციული სქემის. ადამიანი, რომელიც 2013 წელს სოციალურ დახმარებას ღებულობს, ძალიან დიდი ქონების პატრონი გახდა მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე დაინიშნა და საჯარო სამსახურში მოხვდა. საუბარი შეიძლება იყოს უკანონო გამდიდრებაზე, სხვა კორუფციულ სამართალდარღვევაზე, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული არის,“- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ პროკურატურამ სოსო გოგაშვილის შესაძლო კორუფციული საქმიანობასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს. ოპოზიციის წევრების თქმით, ეს არის ელიტური კორუფციის კლასიკური მაგალითი.

„2017 წელს ეს ადამიანი არის მულტიმილიონერი და ისმის კითხვა, საჯარო მოხელეობის პირობებში, როდესაც ბიუჯეტიდან იღებდა ხელფასს და მას არ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა ბიზნესსაქმიანობა, რა მეთოდებით, გზებით მოიპოვა მილიონები, რომელიც საკუთრებაში აქვს. ეს არის სქემა, რომელიც აზიანებს ბიუჯეტს, თითოეულ მოქალაქეს,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა და ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ონიანმა. 

გადაცემა პოსტსკრიპტუმში გასულ სიუჟეტში ჟურნალისტური გამოძიებისა და საჯარო რეესტრის დოკუმენტებით დადგინდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის მოადგილის იოსებ გოგაშვილის ცოლის დის, ხათუნა მარტყოფლიშვილის სახელზე 2016 წლის აგვისტოში მიწა გადაფორმდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები