25 აპრილი 2024,   03:30
ვრცლად
შიდა ქართლის ენაზე ვსაუბრობ და იმედია, აჭარაში გამიგებთ, რაზეც ვსაუბრობო - გია ხალვაში პატრულის უფროსის მოადგილი სიტყვებს იხსენებს

„ერთხელ იყო ეს ფრაზა ნახსენები,“ - ეს განცხადება ბათუმის საპატრულო პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა, გია ხალვაშმა, გადაცემა არჩევანში, ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსის და მისი მოადგილის მხრიდან ნათქვამ სიტყვებზე - „აჭარელ თათრები“, გააკეთა.

მისი თქმით, მას და სხვა თანამშრობლებს თავდაპირველად არ სჯეროდათ, რომ მსგავსი სიტყვების თქმა მათ უფროსებს შეეძლოთ.

„არ გვინდოდა, რომ დაგვეჯერა თანამშრომლებს ეს, სანამ მისი მოადგილე, ილო ბაბუციძე, არ გამოვიდა თათბირზე და გვითხრა, მე შიდა ქართლის ენაზე ვსაუბრობ და იმედია, აჭარაში გამიგებთ, რაზეც ვსაუბრობო. ამ ფრაზის გამო, ცოტა შოკირებულები დავრჩით და ამის შემდეგ დავრწმუნდით, რომ მსგავს ფრაზებს გამოიყენებდა,“ - განაცხადა გია ხალვაშმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები