25 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ლარი მოცემულ ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.

1 ამერიკული დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.4773 ლარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ვალუტა დოლართან 0.0329 პუნქტით გაუფასურდა.

ლარმა მნიშვნელოვანი დევალვაცია განიცადა ევროსთან მიმართებაშიც. ოფიციალური მონაცემებით, 1 ევრო 2.6968 ლარს უტოლდება, რაც წინა მონაცემზე 0.0378 პუნქტით მეტია.

ეროვნული ვალუტის კურსი უკვე კომერციულ ბანკებშიც შეიცვალა. დოლარის ყიდვა საქართველოს ბანკში 2.53 ლარად არის შესაძლებელი, TBC ბანკში - 2.527, ხოლო Procredit ბანკში კი დოლარი 2.5 ლარი ღირს.

დღის ამბები