20 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
მამა-შვილი როგავების გატაცება - ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამა-შვილი როგავების გატაცების საქმეზე განმარტება გააკეთა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, საქართველოს გატაცებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ოფიციალური თბილისის მოთხოვნაა სოხუმის უშიშროების იზოლატორიდან ორივე მოქალაქის ერთდროული გათავისუფლება მოხდეს.

„ჩვენ აბსოლუტურად ყველა ბერკეტს ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები იქნენ დაუყოვნებლივ გათავისუფლებულები და რა თქმა უნდა, საუბარია ორივე უკანონოდ დაკავებულ პირზე. პარტნიორებთან მუშაობით და ყველა არხის გამოყენებით, ძალიან ინტენსიური მუშაობაა იმისთვის, რომ დაკავებულები იქნენ გათავისუფლებულები. ისინი იმყოფებიან სოხუმის იზოლატორში ჩვენი ინფორმაციით და ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ამ პირობებში,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი აპრილის დასაწყისში მდინარე ენგურთან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები