24 აპრილი 2024,   08:10
ვრცლად
საქართველოსა და რუმინეთის პრემიერმინისტრებმა ურთიერთობების განვითარების შესახებ დეკლარაცია მიიღეს

საქართველოს პრემიერმინისტრმა და რუმინეთის პრემიერმა სორინ გრინდეანუმ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მხარეებმა მიიღეს ერთობლივი დეკლარაციაც ურთიერთობების შემდგომი განვითარების შესახებ. 

შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები. რუმინეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, ორივე მხარისთვის საინტერესოა, ტრანსპორტირებისა და ენერგეტიკის სფეროში არსებული რეგიონალური პროექტები, რომლებიც კასპიისა და შავი ზღვების დერეფნის ამოქმედებას ისახავს მიზნად.

„საქართველო და რუმინეთი წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. აქტიურად ვმუშაობთ ამ შესაძლებლობების განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია სატრანსპორტო ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმლურად ათვისება და გამოყენება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

განცხადება გააკეთა რუმინეთის პრემიერმინისტრმა სორინ გრინდეანუმ, რომელმაც განაცხადა, რომ რუმინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ყოველთვის პოზიტიური იყო. 

„დღეს მივიღეთ ერთობლივი პოლიტიკური განცხადება, რომელშიც საუბარია მთელ რიგ სფეროში თანამშრომლობის ფართო სპექტრზე და ასევე, ჩვენი ქვეყნების ნებაზე, გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა შემდგომ სტრატეგიულ ეტაპზე,“ - აღნიშნა სორინ გრინდეანუმ.

დღის ამბები