25 აპრილი 2024,   04:25
ვრცლად
სოფელ აწყურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. აალება სახურავიდან დაიწყო და მთელ სახლზე გავრცელდა. განადგურებულია მეორე სართულზე არსებული ინვენტარი და საყოფაცხოვრებო ნივთები. თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მოხერხდა 80 წლამდე ასაკის ქალის გადარჩენაც, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა. ცეცხლის ლიკვიდაცია ადგილზე გამოძახებულმა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა შეძლო.

ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მოძველებული ელექტრო გაყვანილობა სახელდება. ახმეტის გამგებლის თქმით, დაზარალებულ ოჯახს გამგეობა სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.

დღის ამბები