16 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
პატრულის უსამართლო ჯარიმები - ყოფილი პოლიციელის ბრალდებას შსს უპასუხოდ ტოვებს

პატრულის მიერ უსამართლოდ დიდი ოდენობით გამოწერილი ჯარიმების თაობაზე ბათუმის საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის მიერ გუშინ, გადაცემა არჩევანში გაკეთებულ განცხადებას შსს ამ დრომდე უპასუხოდ ტოვებს. შესაბამისად, დაიწყება თუ არა ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიება, უცნობია.

გია ხალვაშის თქმით, პოლიციელებს გადამეტებული სასჯელის გამოყენებას ბათუმის საპატრულო პოლიციის ახალდანიშნული უფროსი, კახა ბუხრაძე პირადად თხოვდა. ბათუმის საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ფიქრობს, რომ 11-12 მარტს განვითარებული მოვლენები ბათუმში, სწორედ ბუხრაძის მკაცრ და უსამართლო პოლიტიკას მოყვა.

ოპოზიციის აზრით, ეს საქმე შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს. გია ხალვაშის განცხადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის გარდა, მოკვლევის დაწყებას უმრავლესობაც ელოდება.

ავტორები: ეკა გაგუა, თეა ვაშალომიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები