19 აპრილი 2024,   04:29
ვრცლად
ვისი ვინაობის დასახელების სანაცვლოდ თავაზობს პროკურატურა მერაბ ღოღობერიძეს საპროცესო გარიგებას, უცნობია

ბათუმში, მარტის დასაწყისში მომხდარი აქციებისა და განვითარებული მოვლენების ორგანიზებისთვის 2 პირის დაკავების შემდეგ, ვერსია, რომ 11-12 მარტის ღამეს მომხდარი ფაქტები ძალოვან უწყებებს შორის არსებული დაპირისპირების შედეგია, კვლავ აქტიურად განიხილება.

ეს აზრი განსაკუთრებით ლოგიკური ჰგონიათ ოპოზიციაში, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მერაბ ღოღობერიძემ სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ მას კონკრეტული პირების სახელებისა და გვარების სანაცვლოდ საპროცესო გარიგება შესთავაზეს.

სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო აქციის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესწავლა.

ბრალდებულის ადვოკატი, პაატა შავაძე დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ადასტურებს, რომ ბრალდებულმა პროკურატურისგან საპროცესო შეთანხმების შეთავაზება მიიღო.

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, სუს-თან დაახლოებული პირის, მერაბ ღოღობერიძის დაკავების შემდეგ, პროკურატურა განაწყენებული ბრალდებულისგან ბათუმის მოვლენების რეალურ ორგანიზატორებზე ინფორმაციის მიღებას სხვადასხვა ხერხით ცდილობს. 

მოძრაობა თავისულფებისთვის - ევროპულ საქართველოში კი ფირობენ, რომ საქართველოში უწყებებს შორის დაპირიპირების საშიში ტენდენციაა.

ერთ-ერთი ვერსიით, პროკურატურამ ღოღობერიძეს ერთ-ერთი სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლების დასახელება მოთხოვა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები