25 აპრილი 2024,   13:57
ვრცლად
ქართველი მრბოლელის გამარჯვება და ლამბორგინი ევროპის სუპერ ტროფის დაჯილდოება

საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა ლამბორგინი ევროპის სუპერ ტროფის დაჯილდოებაზე. ქართველმა მრბოლელმა შოთა აფხაზავამ პრო-ემ კლასის გუნდურ ჩათვლაში თავის მეწყვილე კელვინ სნოიკსთან ერთად, პირველი ადგილი დაიკავა. 

აღსანიშნავია, რომ გუნდი არტლიან ქართული დროშის ქვეშ ასპარეზობს.

ლამბორგინის სერიამ პოპულარობით უკვე დაჩრდილა ანალოგიური ფერარისა და პორშეს სერიები. ქართველი მრბოლელის გამარჯვება მოულოდნელი აღმოჩნდა რბოლის ორგანიზატორებისთვისაც.

შემდეგ რბოლას მონცაზე არანაკლებ პრესტიჟული სილვერსტოუნის ტრასა უმასპინძლებს.

დღის ამბები