19 აპრილი 2024,   11:45
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა 13-ით ნაკლები წევრით - ოპოზიცია კობახიძეს აკრიტიკებს

უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტში სავარაუდოდ რამდენიმე დღეში წარადგენს. წინააღმდეგობის მიუხედავად, დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში იმ რედაქციით შევა, რომელსაც კომისიის 48 წევრმა დაუჭირა მხარი.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პირველი სარჩელი სასამართლოში უკვე შევიდა. დემოკრატიული მოძრაობა პარლამენტის თავმჯდომარის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრის წინა დღეს, პროექტის მოწინააღმდეგე 13 წევრი, კომისიის შემადგენლობიდან ამორიცხა.

ამ გადაწყვეტილებას ირაკლი კობახიძემ ხელი 21 აპრილს მოაწერა. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით, კენჭისყრისას იმაზე ნაკლები მოწინააღმდეგე დაფიქსირდა, ვიდრე პროექტს სინამდვილეში ყავდა.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამგვარად მათ ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარის ლეგიტიმაცია განახორციელეს. ხოლო ოპოზიციის თქმით, მათ ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება დოკუმენტის ლეგიტიმაციის შესამცირებლად მიიღეს.

ოპონენტებს ქართული ოცნება პროცესის დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები