25 აპრილი 2024,   19:48
ვრცლად
საქართველოსა და რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავი - საზეიმო ღონისძიება ბუქარესტში

ამ წუთებში ბუქარესტში საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო მიღება მიმდინარეობს. ღონისძიებას რუმინეთისა და საქართველოს პრემიერმინისტრები, ორი ქვეყნის მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

სტუმრებს პრემიერებმა საგანგებო სიტყვით მიმართეს. მთავრობების მეთაურებმა საკუთარ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობას და ისაუბრეს გეგმებზე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთობას მომავალში კიდევ უფრო დააახლოებს. მანამდე გიორგი კვირიკაშვილს, კიდევ ერთი შეხვედრა რუმინეთის პრეზიდენტთან ჰქონდა.

„ჩვენი ქვეყნები შავი ზღვის რეგიონთან არიან დაკავშირებული და საერთო გამოწვევები გვაქვს. მაგრამ, უნდა გამოვიყენოთ არსებული შესაძლებლობები,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რუმინეთის პრემიერმინისტრმა სორინ გრინდეანუმ აღნიშნა, რომ რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და მიესალმება ქვეყნის ნაბიჯებს რეფორმების გზაზე.

დღის ამბები