19 აპრილი 2024,   21:15
ვრცლად
ხანძარი სოფელ აწყურში - შემთხვევის დროს სახლში მოხუცებული ქალი იმყოფებოდა

ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოხერხდა 80 წლამდე ასაკის ქალის გადარჩენაც, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა. ცეცხლის ლიკვიდაცია ადგილზე გამოძახებულმა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მოახდინა.

ხანძრის გამომწვევ, სავარაუდო მიზეზად მოძველებული ელექტროგაყვანილობა სახელდება. ახმეტის გამგებლის თქმით, დაზარალებულ ოჯახს გამგეობა სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება.

დღის ამბები