25 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
იუსტიციის საბჭოს ინიციატივა, მოსამართლეების შეურაცხყოფაზე სანქციების დაწესების შესახებ, შესაძლოა კანონმდებლობად იქცეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ევა გოცირიძე საბჭოს ინიციატივასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მოსამართლეების შეურაცხყოფაზე სანქციები უნდა დაწესდეს, მორიგ განმარტებებს აკეთებს.

გოცირიძე აცხადებს, რომ ქართულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების საზღვრები არასწორად არის გაგებული. მისი თქმით, მოსამართლეებს თმენის ვალდებულება აქვთ, რის გამოც ისინი დაუცველ მდგომარეობაში არიან და აუცილებელია არსებობდეს მათი დამცველი რეგულაცია.

ინიციატივის შესახებ იუსტიციის საბჭო აქტიური კონსულტაციებისთვის ემზადება და არ გამორიცხავს სიახლე საკანონმდებლო ინიციატივად ჩამოყალიბდეს.

„გამოხატვის თავისუფლების ფარგლები არასწორად არის გააზრებული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მიერ და იგი არის აღქმული, თითქოს იგი გულისხმობდეს ცილისწამებას. ამის პრევენცია კი უნდა მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით. შეიძლება საჭირო გახდეს ჟურნალისტთა ტრენინგიც ამ  საკითხებში. თუ საჭირო გახდება შეიძლება კანონპროექტიც მოვამზადოთ.

"მოსამართლეს ეკისრება თავშეკავებულობის ვალდებულება და მას არ აქვს შესაძლებლობა ისეთივე ფორმით გასცეს პასუხი მის წინააღმდეგ წამოყენებულ კრიტიკას, როგორი პათოსითა და როგორი ტერმინოლოგიითაც მას ლანძღავენ,“-განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები