პარტია ევროპული საქართველო დევნილებისთვის შემწეობის გაზრდას ითხოვს.
შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით ისინი დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარდგებიან.
ევროპულ საქართველოში განმარტავენ, რომ ხელისუფლება დევნილებზე ეკონომიას აკეთებს, რაც დაუშვებელია.
პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში დევნილების მდგომარეობა ქვეყანაში უკეთესობისკენ შეიცვლება.
„ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ დევნილებს უთხრა, რომ მათ გადაწყვიტეს გააკეთონ ეკონომია დევნილებზე და 100 ათასობით დევნილს შეუმცირონ შემწეობა. ამის საპასუხოდ გარდა კრიტიკისა, ჩვენ ავიღეთ ბიუჯეტი, კარგად დავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ არა თუ შემცირება, არამედ შესაძლებელია 60 ლარამდე ამ შემწეობის ზრდა. ასევე ზღვარის აწევა 1200-დან 1500 ლარამდე,“-აცხადებს ელენე ხოშტარია.