25 აპრილი 2024,   12:56
ვრცლად
რუსეთმა მოახერხა გავლენის მოპოვება ინტერპოლზე, - გიორგი კანდელაკმა ევროსაბჭოს მიმართა

ევროსაბჭოს ასამბლეის საპარლამენტო სხდომაზე დღის ბოლოს ინტერპოლის შესახებ ანგარიში წარადგინეს. 

დეპუტატებმა კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ძებნილთა მნიშვნელოვნად გაზრდილ რაოდენობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ევროპელი კანონმდებლების წინაშე გამოვიდა მოძრაობა ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკიც.

ქართველმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა აქცენტი, რუსეთის მხრიდან ინტერპოლის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე გააკეთა და საქართველოს ხელისუფლება საერთშორისო ქსელის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებაში დაადანაშაულა. 

„ბოლო პერიოდში რუსეთმა მოახერხა გავლენის მოპოვება ინტერპოლზე, რამაც გაახშირა ამ ინსტანციის ბოროტად გამოყენების ფაქტები. რუსი გენერალი დაინიშნა ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტად ევროპაში. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საბრძოლო ოპერაციებში, სავარაუდოდ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგაც, 2008 წელს. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა 3 ქართველ ოფიცერზე. 2013-ში რუსეთმა ძებნა გამოაცხადა მოქმედ ქართველ პარლამენტარზე, გივი თარგამაძეზეც. ჩემი ხელისუფლება კი ინტერპოლს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. მაგალითად ყოფილი თავდაცვის მინისტრის შემთხვევაში. დღევანდელი ანგარიში პირველი ნაბიჯია არსებული ვითარების საპირისპიროდ,“-განაცხადა გიორგი კანდელამა.

დღის ამბები