24 აპრილი 2024,   04:16
ვრცლად
დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობა-რეგიონალური კონფერენცია თბილისში

დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის საკითხებზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონალური კონფერენცია მიმდინარეობს ამ წუთებში სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში.

შეხვედრის მხარდამჭერი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა და ის საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა, ფორუმი ორ დღიანია.

ფორუმის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ წარმოადგენილი იქნება რეკომენდაციები დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის შესახებ.

„ბავშვის განვითარება და მასზე ზრუნვა მის დაბადებამდე იწყება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის პერიოდში სწორ მუშაობას და სწორ ორიენტაციას ორსულებისათვის,“-განაცხადა დავით სერგეენკომ. 

დღის ამბები