25 აპრილი 2024,   03:51
ვრცლად
"Freedom House" კონგრესს ამერიკის მაგნიტსკის აქტების სრული ამოქმედებისკენ მოუწოდებს

ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისიის სხდომაზე რუსეთში ადამიანის უფლებათა მასშტაბური დარღვევების თემაზე იმსჯელეს. სხდომას ცნობილი რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ კარა-მურზაც ესწრებოდა.

“მოვუწოდებთ კონგრესს იზრუნოს სერგეი მაგნიტსკის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა გლობალური ანგარიშვალდებულების აქტების, სრული მასშტაბით ამოქმედებაზე. კონკრეტულად კი დაარწმუნოს პრეზიდენტი, დაამატოს სიას რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები და დაუწესოს სანქციები მაღალჩინოსნებს- მაგნიტსკის გლობალური აქტის ფარგლებში,”-განაცხადა Freedom House-ის ვიცე-პრეზიდენტმა დენიელ ქელინგერთიმ.


პუტინის ხელისუფლებაზე ისაუბრა ოფენ რაშას ხელმძღვანელმა ვლადიმერ კარა-მურზამაც. მისი თქმით, პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საეჭვო ვითარებაში პრეზიდენტთან დაპირისპირებული 30 ადამიანია დაღუპული.

ჰელინკის კომისიაზე აღნიშნეს, რომ დღეს რუსეთში 115 პოლიტიკური პატიმარია, ეს ვითარება კი მსგავსია იმ პერიოდის, რომელიც ბრეჟნევის და ანდროპოვის ეპოქის საბჭოთა კავშირში იყო.

ჰელსინკის კომისიის ხელმძღვანელმა სენატორებმა როჯერ უიკერმა და ბენ კარდინმა დღეს სენატის მოსმენის დარბაზში გამოფინეს იმ აქტივისტთა ფოტოები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით სხედან ციხეში.

ამ დროისთვის მაგნიტსკის სიაში 44 რუსი მაღალჩინოსანია. სიის ბოლო მნიშვნელოვანი მოდიფიცირება იანვარში, ობამას ადმინისტრაციის ბოლო დღეებში მოხდა, როდესაც მას ანდრეი ლუგავოი და ალექსანდრე ბასტრიკინი დაამატეს.

დღის ამბები