20 აპრილი 2024,   01:06
ვრცლად
"პოლიტიკური ცილისწამება" - ირაკლი სესიაშვილი პროკურატურაში ენმ-ის წინააღმდეგ საჩივრის შესატანად მივიდა

ამ წუთებში, ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი სესიაშვილს პროკურატურაში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. იგი "პოლიტიკურ ცილისწამებას" უწოდებს ოპოზიციური პარტიის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ირაკლი სესიაშვილის ვაჟი, დავით სესიაშვილი ქურდობის თანამონაწილეა. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, შემთხვევა 2015 წელს მოხდა. 

ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, რომ ავტომობილი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, მისი შვილის ბავშვობის მეგობარს ეკუთვნოდა. მისი თქმით, ის პროკურატურაში 2 მიზნით მივიდა: იმისთვის, რომ საგამოძიებო უწყებას 2015 წლის ქურდობის საქმის დასრულება მოსთხოვოს და იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა ტყუილში ამხილოს.

ნაციონალური მოძრაობისთვის დამახასიათებელია სიცრუის ტირაჟირება. ცილისწამება არის მათი პოლიტიკური სტრატეგია, თუმცა ამ შემთხვევაში ისინი უკვე შეეხნენ ჩემს ოჯახს,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები