25 აპრილი 2024,   05:11
ვრცლად
"სულ მაჟორიტარული უნდა იყოს"-"ქართული ოცნების" მაჟორიტარების ნაწილი საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე სუბრობს

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატები, ქვეყნის საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულზე გადასვლაზე საუბრობენ. ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ გააკეთა.

ჯაფარიძე ამბობს, რომ მაჟორიტარული სისტემა უფრო დემოკრატიული და სწორია, რადგან მოსახლეობამ ხმის მიცემის დროს პროპორციული სისტემისგან განსხვავებით იცის ვის აძლევს ხმას და ირჩევს არა პარტიას, არამედ კონკრეტულ პიროვნებას.

„მე თუ მკითხავთ სულ მაჟორიტარული უნდა იყოს. პირდაპირი წესით ირჩევ კაცს, იცი ვინ არის და პროპორციული სიის პირველი ათეული იცის მოქალაქემ და შემდეგი კანდიდატები ნამდვილად არ იცის მოქალაქემ. თუ ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებზე ვსაუბრობთ, პირდაპირი წესით არჩევა არ არის უფრო დემოკრატიული? ან ვინმემ ამიხსნას რატომ არ არის მაჟორიტარული წესით არჩევნები დემოკრატიული,“-განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ საკუთარ მოსაზრებას მმართველ გუნდს დღეს უმრავლესობის შეხვედრაზე გააცნობს და ეცდება ისინი დაარწმუნოს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგია პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილიც.

„მაჟორიტარული სისტემა უზრუნველყოფს სისტემის მდგრადობას და მინდა სტატისტიკა მოვიყვანო კიდევ ერთხელ. მთელს მსოფლიოში 94 ქვეყანაში არის სრულად მაჟორიტარული სისტემა,“-აცხადებს ოქრიაშვილი.

ამ წუთებში ქართული ოცნების ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ. 

ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ქვეყანა საარჩევნო სისტემას ცვლის და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადადის. 

დღის ამბები