20 აპრილი 2024,   19:06
ვრცლად
2015 წელს გატეხილ მანქანაზე ჩემი შვილის თითის ანაბეჭდი არის, რადგან მანქანა მისი ბავშვობის მეგობარს ეკუთვნის - ირაკლი სესიაშვილი

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი სესიაშვილი მისი შვილის, დავით სესიაშვილის 2015 წლის ქურდობასთან კავშირს გამორიცხავს, თუმცა, მისი თქმით, დავითის თითის ანაბეჭდი საქმეში არის, რადგან მანქანა, რომლიდანაც ანაბეჭდები აიღეს, მისი შვილის მეგობარს ეკუთვნის.

„საქმე ეხება 2015 წლის მარტში ჩადენილ ქურდობას, მანქანის გატეხვას, რომელიც არის ჩემი შვილის ბავშვობის მეგობრის ავტომობილი. 5 წლიდან ჩემი შვილი მეგობრობს ამ ადამიანთან, ისევე, როგორც მისი მშობლები არიან ჩემი ბავშვობის მეგობრები. თავისთავად ცხადია, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მათ ჰქონდათ ურთიერთობა და ამ მანქანაზე აღმოჩენილია რამდენიმე ადამიანის თითის ანაბეჭდი, მათ შორის ჩემი შვილის და თავისთავად, ეჭვი არ შეეპარება საღად მოაზროვნე საზოგადოებას, რომ ეს ბუნებრივი რამ არის, რომ ავტომობილზე რამდენიმე ადამიანის ანაბეჭდი არის,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მან იმ დაზარალებულ პიროვნებაზე, ლევან ჩოთელიშვილზეც ისაუბრა, რომელმაც ქურდობის შესახებს რუსთავი 2-თან კომენტარი გააკეთა. 

„რაც შეეხება იმ პიროვნებას, რომლსაც თქვენ დაუკავშირდით და გინდოდათ, რომ რაღაცა გეპოვათ, ის ადამიანი ჩემს შვილს არ იცნობდა, იმიტომ რომ მან დარეკა პოლიციაში და არა ავტომობილის მძღოლმა და შესაბამისად, ეს მცდელობა, რომ რაღაც სკანდალი შეგექმნათ, წყალში ჩაგეყარათ,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სამართალდამცავ უწყებებში განაცხადეს, რომ დავით სესიაშვილი ქურდობის საქმეში საერთოდ არ ფიგურირებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები