20 აპრილი 2024,   02:38
ვრცლად
რამ გამოიწვია ასეთი შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება უცხოელი ბიზნესმენების მიმართ? - ზურაბ ჭიაბერაშვილი პრემიერს მიმართავს

ევროპული საქართველო საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ინვესტორთა 12-კაციანი ჯგუფის წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ჩაიშალა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ფადი ასლის განცხადებით, მსოფლიოს გავლენიან ბიზნესმენებს საქართველოში არ უშვებდნენ და საზღვარზე 2 საათის განმავლობაში კითხავდნენ.

საპარლამენტო ოპოზიციაში პოტენციურ ინვესტორებთან ხელისუფლების გულგრილ დამოკიდებულებას აპროტესტებენ და მიაჩნათ, რომ ეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს.

„პრემიერმა კვირიკაშვილმა ამ დამიანებთან და ასევე, საფრანგეთის სათაო ოფისის სხვა წარმომადგენლებთან, დანიშნული შეხვედრა გააუქმა, რითაც ჩვენი აზრით, ძალიან ცუდი სიგნალი გაუგზავნა საერთაშორისო საზოგადოებას. ევროპული საქართველო მოითხოვს განმარტებას პრემიერ კვირიკაშვილისგან, რამ გამოიწვია ასეთი შეურაცხმყოფელი და უარყოფითი დამოკიდებულება უცხოელი ბიზნესმენების მიმართ,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები