16 აპრილი 2024,   11:32
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ ჯიმითში მეოთხე კლასელი გოგონა ემსხვერპლა

სოფელ ჯიმითში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეოთხე კლასელი მოსწავლე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი სკოლასთან გზის გადაკვეთას ცდილობდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა იმის გამო, რომ გოგონას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე გამოძიება გურჯაანის პოლიციამ დაიწყო.

დღის ამბები