25 აპრილი 2024,   14:18
ვრცლად
სანქციები ფხენიანის წინააღმდეგ - აშშ-ის სარაკეტო სისტემა რამდენიმე დღეში მზად იქნება

ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას აპირებს. თეთრ სახლში ფხენიანის კრიზისზე ინფორმაციის მისაღებად სენატი სრული შემადგენლობით დაიბარეს. ვაშინგტონში ეჭვობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა უახლოეს მომავალში ახალი ბირთვული ცდების ჩატარებას გეგმავს.

უსაფრთხოების მიზნით და რეგიონში მოკავშირეების დასაცავად შეერთებულმა შტატებმა კორეის ნახევარკუნძულისკენ სამხედრო გემები გაგზავნა. სამხრეთ კორეაში კი სარაკეტო სისტემები შეიტანა. ამერიკელი გენერლების თქმით, სისტემა რამდენიმე დღეში სრულ მზადყოფნაში იქნება.

დღის ამბები