17 აპრილი 2024,   01:06
ვრცლად
არჩილ თალაკვაძის თქმით, ელისო კილაძე პროკურატურის დაცვის პროგრამაში უნდა ჩაერთოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე ქრონიკა პლუსის რედაქტორის, ელისო კილაძის მიმართ შესაძლო პროვოკაციაზე საუბრობს.

მისი აზრით, პროკურატურამ, პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით,  ელისო კილაძე პროკურატურის დაცვის პროგრამაში უნდა ჩასვას. 

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში ძალოვან სტრუქტურებზე მიზანმიმართული თავდასხმა მიმდინარეობს და არ გამორიცხავს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ან რომელიმე სხვა "დესტრუქციულმა ძალამ" ელისო კილაძის წინააღმდეგ რაიმე სახის პროვოკაცია დაგეგმონ და ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მისი ხელმძღვანელის მოადგილის, იოსებ გოგაშვილი დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ.

„ის ცდილობს შვილის საკითხი მთლიანად სუს-ს და ბატონ გოგაშვილს დაუკავშიროს. ამ ფონზე ჩნდება მაღალი ალბათობა, რომ ეს ფონი ვინმემ გამოიყენოს. ნაციონალურმა მოძრაობამ ან სხვა დესტრუქციულმა ძალებმა დაგეგმონ გარკვეული პროვოკაცია ქალბატონი ელისოს წინააღმდეგ და გამოიყენონ სუს-ის და ბატონი გოგაშვილის დისკრედიტაციისთვის,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

დღის ამბები