25 აპრილი 2024,   16:25
ვრცლად
ივანიშვილმა გახსნას თავისი მილიარდებით გატენილი ჩემოდნები - ნათელაშვილი მთავრობას ქართლში სტიქიით დაზარალებულების დახმარებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის აზრით, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საგანგებო სხდომა დაუყონებლივ უნდა მოიწვიოს, რომელიც შიდა ქართლის სტიქიას შეისწავლის.

მისი თქმით რეგიონში ზარალი სავარაუდოდ 40 მილიონ ლარს აღწევს. შალვა ნათელაშვილის ინფორმაციით გორში, კასპში და ქარელში გლეხებს ყინვისას ნათესები სრულიად გაუფუჭდათ.

„თუ არ მოხდა სამთავრობო რესურსების და რეზერვების სრული მობილიზება, რეგიონი დარჩება მთლიანად მშიერი და ცარიელ-ტარიელი. მოვითხოვთ მთავრობის სხდომის საგანგებო შეკრებას და ამავდროულად მოვითხოვთ ბიძინა ივანიშვილმა გახსნას თავისი მილიარდებით გატენილი ჩემოდნები,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები