23 აპრილი 2024,   19:22
ვრცლად
დაცვის სპეციალური პროგრამა შესთავაზეთ კორუმპირებულ, მექრთამე სოსო გოგაშვილს - ელისო კილაძე თალაკვაძეს პასუხობს

ქრონიკა პლიუსის რედაქტორი, ელისო კილაძე პროკურატურის დაცვის პროგრამაზე უარს აცხადებს. მან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას შესაძლო პროვოკაციების შესახებ, Facebook-ის საკუთარ გვერდზე უპასუხა. 

„არჩილ თალაკვაძეს ჩემთვის დაცვის სპეციალური პროგრამა მოუთხოვია, ნაცები პროვოკაციებს მოუწყობენ და ხელისუფლებას დაგვაბრალებენო !

განვმარტავ - უარს ვამბობ ხელისუფლების მხრიდან ყველა მსგავს შემოთავაზებაზე, არ მეშინია და არ ვსაჭიროებ არანაირ დაცვას.
დაცვის სპეციალური პროგრამა შესთავაზეთ კორუმპირებულ, მექრთამე სუს-ის უფროსის მოადგილეს - თქვენი ხელისუფლების სახეს იოსებ გოგაშვილს!!!!!“ - წერს ელისო კილაძე საკუთარ Facebook გვერდზე. 

ელისო კილაძემ მოგვიანებით ამ საკითხზე რუსთავი 2-თანაც ისაუბრა. მისი თქმით, დღეს პროვოკაციების დაგეგმვა მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია. 

„თუ დღეს ვინმე ჩემი მისამართით გეგმავს პროვოკაციას, ეს არის არა ნაციონალური მოძრაობა, არამედ ხელისუფლება, იმიტომ რომ მე ვწერ ხელისუფლებაზე, სუს-ზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე, მე ვამხელ იოსებ გოგაშვილს. დაიგეგმა ჩემი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში და როგორც ჩანს, ხელისუფლებას უნდა გააკონტროლოს ჩემი გადაადგილება ქვეყნის გარეთ ოფიციალურად,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები