მცხეთაში ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიების, სახელწოდებით ინოვაცია- ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, ფარგლებში, საქპატენტის ახალი, ინოვაციური ელექტრონული მართვის სისტემის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა.
პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს და გაამარტივოს როგორც საქპატენტის მენეჯმენტისა და ექსპერტების მუშაობა, ასევე განმცხადებლების ურთიერთობა საქპატენტთან.