18 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
"ქართული ოცნება" პოლიტიკური სკანდალის გადაფარვას ცდილობს - ლევან ბეჟაშვილი

ნაციონალურ მოძრაობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის მხრიდან პარტიისადმი გაჟღერებულ ბრალდებას პასუხობენ. თალაკვაძის განცხადებით, ენმ-მ შესაძლოა ქრონიკა პლუსის რედაქტორის, ელისო კილაძის მიმართ პროვოკაცია დაგეგმოს და ამგვარად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია სცადონ.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ საქართველოში საფრთხე ყოველთვის მხოლოდ ქართული ოცნების მხრიდან არის მოსალოდნელი.

„თუკი რაიმე პოლიტიკური ტერორი მომდინარეობს ამ ქვეყნიდან, ეს მომდინარეობს ქართული ოცნებიდან, იმიტომ რომ შეკვეთილი მკვლელობები, პოლიტიკური ოპონენტების აფეთქება, თავდასხმები და ა.შ. ქართული ოცნებიდან მოდის ამ ბოლო დროის განმავლობაში,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, ქართული ოცნება ამგვარად თავისი დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის შვილის სკანდალის გადაფარვას ცდილობს, რომლის მიხედვითაც სუს-მა დავით სესიაშვილის ქურდობასთან კავშირი დამალა.

„მე ვფიქრობ, რომ ამ თემით და ასეთი პოლიტიკური ბოდვით ქართული ოცნება ცდილობს რომ გადაფაროს ის პოლიტიკური სკანდალი, რომელიც უკავშირდება სესიაშვილს და სუს-ის კორუფციულ დანაშაულს, რომელიც გუშინ გაჟღერდა,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები